რომელუ ლუკაკუ
Aa
Aa

ლუკაკუს დიეტის დაწყება მოუწევს - ინტერში სურთ, მან 101 კგ-მდე დაიკლოს

გასულ ზაფხულს, როცა რომელუ ლუკაკუმ „ინტერი“ დატოვა, ფორმის პიკში იმყოფებოდა და შეუჩერებელი იყო, „ჩელსიში“ გატარებული საშინელი პერიოდის შემდეგ კი წონის პრობლემები აქვს. ამ ინფორმაციას Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს და წერს, რომ „ნერაძურიმ“ იგივე გააკეთა, რაც მაშინ, როცა ბელგიელი „მანჩესტერიდან“ გადაიყვანა.

იტალიური გამოცემის ცნობით, ლუკაკუს ინდივიდუალური დიეტა დაენიშნა, რათა 12 თვის წინანდელ ფიზიკურ კონდიციებს დაუბრუნდეს. როგორც ირკვევა, რომელუს მხოლოდ სალათების, თევზის, ქათმისა და პასტა შირატაკის მირთმევა შეეძლება.

„ინტერის“ ხელმძღვანელებს სურთ, ბელგიელმა წონა 101 კილოგრამამდე დაიგდოს და იგი „ნერაძურის“ სამედიცინო შტაბის ყურადღების ქვეშ იქნება. „შავ-ლურჯები“ თვლიან, რომ აღნიშნული დიეტა ლუკაკუს წარმატებული ასპარეზობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იქნება და პროგრესის მიღწევაში დაეხმარება. ზუსტად ისე, როგორც ეს „მანჩესტერიდან“ გადასვლის შემდეგ მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ლუკაკუ „ინტერის“ ღირსებას 2019 წლიდან 2021 წლამდე იცავდა და გასულ ზაფხულს „ჩელსის“ 115 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და „ნერაძურის“ დაუბრუნდა, სადაც იჯარის წესით სეზონის ბოლომდე დარჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გატუზო, ახალი კონტრაქტი და მიზნები - მამარდაშვილის ვრცელი ინტერვიუ
გატუზო, ახალი კონტრაქტი და მიზნები - მამარდაშვილის ვრცელი ინტერვიუ