სუმო, ტოჩინოშინი
Aa
Aa

ილეთზე წამოეგო - ტოჩინოშინი უვატედაშინაგეს ილეთით დამარცხდა

ივლისის სუპერტურნირის მე-13 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-13 მაეგაშირა ჩიიოშომა ფუჯი იყო. ლევან გორგაძისთვის წარუმატებელი შეხვედრა გამოდგა, უვატედაშინაგეს ილეთით დამარცხდა.

დღევანდელ შეხვედრამდე ტოჩინოშინი ჩიიოშომას ექვსჯერ შეხვდა, სამჯერ გაიმარჯვა და სამჯერ დამარცხდა. ამ გამარჯვების შემდეგ ჩიიოშომას აქტივში 4 მოგებაა.

ნაგოია ბაშოზე ტოჩინიშონის აქტივში 7 გამარჯვება და 6 მარცხია. დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად დარჩენილი ორი შეხვედრიდან 1 აუცილებლად უნდა მოიგოს.

სუპერტურნირის მე-14 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინის მეტოქე კომოსუბი ჰოშორიუ იქნება. ლევან გორგაძე კომოსუბი ჰოშორიუს მხოლოდ ერთხელ შეხვდა, გასულ წელს იორიტაოშის ილეთით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეტოქე დოჰიოდან მოისროლა! - ტოჩინოშინის მე-7 გამარჯვება ნაგოია ბაშოზე
მეტოქე დოჰიოდან მოისროლა! - ტოჩინოშინის მე-7 გამარჯვება ნაგოია ბაშოზე