ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კაპელო: „ხვიჩაზე ყველა დადებითად საუბრობს, მაგრამ ნაპოლის ბედი ოსიმენს უკავშირდება"

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა, ფაბიო კაპელომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. „იუვენტუსისა“ „რეალის“ ყოფილ თავკაცს „პარტენოპეის“ მომავალზე ჰკითხეს და კაპელომ განაცხადა, რომ ამ ფორმაციის „ნაპოლის“ ბედი ვიქტორ ოსიმენზეა დამოკიდებული.

„ნაპოლიმ არა ვიღაც, არამედ ლორენცო ინსინიე დაკარგა. ახლა საჭიროა, გავიგოთ, ნაპოლის ახალ შენაძენს, ხვიჩა კვარაცხელიას, რომელზეც ყველა დადებითად საუბრობს, გუნდისთვის რის მიცემა შეუძლია. ქართველ ფეხბურთელს შეუძლია, დაამტკიცოს, რომ ინსინიეს სათანადო შემცვლელია, მაგრამ აშკარაა, რომ დღევანდელი ნაპოლის ბედი ოსიმენთანაა დაკავშირებული. ვიქტორის გარდა, პარტენოპეის ლოზანოც ჰყავს, რომელმაც შესაძლოა, უფრო მეტი თავისუფალი სივრცე მიიღოს.

ოსიმენისა და ლოზანოს დუეტი ცუდი ნამდვილად არაა და უნდა ვნახოთ, სპალეტი რას მოიფიქრებს. ვიქტორი თანაგუნდელებისთვის ყველაფერს აკეთებს და დიდ სამუშაოს ასრულებს. იგი ტიპური წამყვანი ფეხბურთელია. როცა რბოლის ინტენსივობა იკლებს, მას ნაპერწკალი შემოაქვს და მისი დარტყმები ტემპს ცვლის. მან ნაპოლიში უდიდეს პროგრესს მიაღწია და მომდევნო სეზონში მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული".

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა და პირველ მატჩში 2 გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო მეორე დაპირისპირებაში - გოლით გამოირჩა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეტოქე დოჰიოდან მოისროლა! - ტოჩინოშინის მე-7 გამარჯვება ნაგოია ბაშოზე
მეტოქე დოჰიოდან მოისროლა! - ტოჩინოშინის მე-7 გამარჯვება ნაგოია ბაშოზე