ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ბოლო 20 წელში ნაპოლის ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია" - ჟურნალისტი და ისტორიკოსი კვარაზე

კრისტიან კალველი იტალიელი ჟურნალისტი და საფეხბურთო ისტორიკოსია. მან „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში „პარტენოპეის“ ასეთი ძლიერ მოთამაშე არ ჰყოლია.

„ქართველ ფეხბურთელს სწრაფი შესრულება აქვს, ტემპის უეცარი შეცვლა შეუძლია და მაღალ სისწრაფეზე შთამბეჭდავი ტექნიკით გამოირჩევა. ჩემი აზრით, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ის ნაპოლის ბოლო 20-წლიან ისტორიაში ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია.

პერსპექტივაში, ჩვენ ვლაპარაკობთ მოთამაშეზე, რომელსაც ისეთი კლუბებისთვის სასურველი პროფილი აქვს, როგორებიც ბარსელონა, რეალი, ლივერპული, მანჩესტერი, სიტი, ბაიერნი და სხვები არიან. ვულოცავ, ნაპოლის სხვა კლუბების ქმედებები წინასწარ რომ განსაზღვრა. ისე, როგორც კავანის, კულიბალისა და სხვების შემთხვევაში გააკეთა“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ „ნაპოლის“ მაისურით ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა და პირველ მატჩში 2 გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო მეორე დაპირისპირებაში - გოლით გამოირჩა. „პარტენოპეი“ დიმაროში 19 ივლისამდე დარჩება და ახალი სეზონისთვის მომზადებას განაგრძობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ის უკვე გადატვირთულია გულშემატკივრების ენთუზიაზმით“ - იტალიური მედია „კვარაზე“
„ის უკვე გადატვირთულია გულშემატკივრების ენთუზიაზმით“ - იტალიური მედია „კვარაზე“