14 კლუბი - ახალი დეტალები თვითაღიარებული რესპუბლიკების ჩემპიონატზე
Aa
Aa

14 კლუბი - ახალი დეტალები თვითაღიარებული რესპუბლიკების ჩემპიონატზე

ყირიმის, სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის, ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და მელიტოპოლის თვითაღიარებული რესპუბლიკების წარმომადგენლები ახალი საფეხბურთო ტურნირის, „თანამეგობრობის ჩემპიონატის“ შექმნას აპირებენ. ამ თემასთან დაკავშირებით, რუსულ პრესაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა და სამომავლო გეგმებზე დაიწერა.

РБ Спорт-ის ინფორმაციით, მასში მონაწილეობას სავარაუდოდ, თვითაღიარებული რესპუბლიკების 14 კლუბი მიიღებს. ჩემპიონატის ფორმატი დადგენილი ჯერჯერობით არაა და შესაძლოა, კლუბების რაოდენობაც შეიცვალოს.

როგორც ირკვევა, „თანამეგობრობის ჩემპიონატის“ შექმნის იდეის ავტორი ამ იდეით აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის სამთავრობო კომიტეტის წევრი, ჯემალ გუბაზი გამოვიდა. მისი თქმით, შესაძლებელია, რუსეთის სტუდენტური ლიგის ფორმატი იქნას გამოყენებული, რომლის მიხედვითაც, მონაწილეები ერთ ქალაქში იკრიბებიან და ზედიზედ რამდენიმე მატჩს ატარებენ.

დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკის საფეხბურთო კავშირის გენერალურმა დირექტორმა ამ იდეას მხარი უკვე დაუჭირეს. შეგახსენებთ, რომ მსგავსი ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინაც გავრცელდა და რუსულმა გამოცემებმა განაცხადეს, რომ ასეთი პროექტი განხილვის პროცესში იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები