ლევან გორგაძე
Aa
Aa

მეოთხე მარცხი - ტოჩინოშინის წარმატებული სვლა შეწყდა

„ნაგოია ბაშოს“ მე-9 დღე ქართველი სუმოტორისთვის, ლევან გორგაძისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. დღეს, „ტოჩინოშინი“ მე-10 მაეგაშირას, ჩიიოტაირიუს დაუპირისპირდა და ჰატაკიკომის ილეთით დამარცხდა. იაპონელმა რიკიშიმ ტაჩიაის შემდეგ უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეს დაბრუნების საშუალება არ მისცა.

ამ მარცხით, „ტოჩის“ ბალანსი 5:4-ზე გაუხდა. ხვალ, იგი მე-12 მაეგაშირას, ტერუცუიოშის შეერკინება. ამ უკანასკნელს 3 მოგება და 6 წაგება აქვს და ქართველ სუმოტორს მეათედ შეხვდება. ლევანს მის წინააღმდეგ უარყოფითი ბალანსი აქვს და 9 მატჩიდან მხოლოდ 4 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა მაისის ბაშო 8 მოგებითა და 7 წაგებით დაასრულა. „ნაცუ ბაშოზე“ „ტოჩი“ დასავლეთის მეცხრე მაეგაშირა გახლდათ, მომდევნო სუპერტურნირზე კი აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''კვარა ნაპოლიში ისევ სუპერია'' - Corriere dello sport-ი ხვიჩაზე
''კვარა ნაპოლიში ისევ სუპერია'' - Corriere dello sport-ი ხვიჩაზე