ლევან გორგაძე, ტოჩინოშინი
Aa
Aa

დოჰიოდან მოისროლა - ტოჩინოშინის ეფექტური გამარჯვება

ნაგოია ბაშოს მერვე დღეს ტოჩინოშინი მე-11 მაეგაშირა მიდორიფუჯის დაუპირისპირდა და რამდენიმე წამში ძალიან ადვილად „ჰატაკიკომის“ ილეთით დაამარცხა. ლევან გორგაძის გამარჯვება საკმაოდ ეფექტური იყო. მიდორიფუჯი პირდაპირ დოჰიოდან მოისროლა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა სუმოისტმა დღევანდელი მოწინააღმდეგე კარიერაში პირველად დაამარცხდა. აქამდე აღნიშნული სუმოისტები ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და ორივეჯერ გამარჯვება მიდორიფუჯის ხვდა წილად.

ასევე გეტყვით, „ტოჩიმ“ ბალანსი გაიმყარა და დღეს მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. წაგებით კი სამჯერ წააგო. ნაგოია ბაშოს მეცხრე დღეს, ლევანი მე-10 მაგეაშირას  ჩიუოტაირუს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები