ხვიჩა კვარაცხელია, ჯანო ანანიძე
Aa
Aa

"მისი ფეხის ფრჩხილის ფასიც კი არ ხართ" - ანანიძემ კვარაცხელია დაიცვა

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა ვახო სანიამ ხვიჩა კვარაცხელია იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან რუსეთთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია არ დააფიქსირა, თუმცა ეს მხოლოდ მისი აზრია. სანაიას ამ განცხადებას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და გამონაკლისი არც საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე აღმოჩნდა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა:

ანანიძე:

„წარმოუდგენელი იყო ამ თემისთვის გვერდი ამევლო და უბრალოდ ისე გამეტარებინა, თითქოს არც არაფერი მომხდარა. ეს პოსტ ჩემს მეგობარს და უმაგრეს ადამიანს „კვარას“ ეხება. უფრო ზუსტად კი „კვარას“ ნაკლებად, რადგან მას არც ადვოკატი სჭირდება და არც განსაკუთრებული მხარდაჭერა. გამომდინარე იქიდან, რომ იგი ისევე, როგორც მისი ოჯახი გამორჩეულია ქვეყნის სიყვარულით და პატრიოტიზმით.

აი ვინც მას ლანძღავთ კი გულწრფელად გეტყვით. „კვარას“ ფეხის ფრჩხილის ფასიც კი არ ხართ არცერთი, რადგან თქვენი მთელი ცხოვრების მანძილზე თითი თითზე არ დაგიდიათ ქვეყნისთვის და მხოლოდ ჭორაობის, ღვარძლისა და ბოღმის ხარჯზე ცდილობთ საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებას. ეტყობა ჩრდილში მოექეცით და ახლა ამ თემით ცდილობთ თავის გამოჩენას.

გაშიფრულები ხართ თავიდან ბოლომდე. „კვარას“ ლანძღავთ ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არაფერი გაქვთ გაკეთებული ქვეყნისთვის. არც მისი სახელის საზღვრებს გარეთ გატანისთვის და მითუმეტეს, არც საქართველოს პოპულარიზაციისთვის. ამიტომ, თითოეულ თქვენგანს მოგმართავთ - მე ჯანო ანანიძე, ყოფილი ფეხბურთელი, რომელსაც საუკეთესო წლები რუსეთის ჩემპიონატში მაქვს გატარებული. თქვენ ღვარძლით და ბოღმით სავსე ვაი პატრიოტებო ვერასოდეს ვერ გააკეთებთ ქვეყნის კეთილდღეობისთვის იმაზე მეტს, ვიდრე თითოეული სპორტსმენი და ამ შემთხვევაში აკეთებს ხვიჩა.

ვერც ვერასოდეს მიუახლოვდებით ქვეყნის პოპულარიზაციისთვის ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და სწორედ ამის ბოღმა გახრჩობთ. ეგრე განაგრძეთ. ყველამ იცის ვინც ხართ და რასაც წარმოადგენთ. ამიტომ, რაც, როგორც, რამდენიც, რაზეც და რა ზომაც არ უნდა ატეხოთ, სულ იცოდეთ, რომ სპორტსმენებთან შედარებით, ყოველთვის მეასეხარისხოვნები იყავით, ხართ და იქნებით.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები