მარცხი ფინალში - ეთერ ლიპარტელიანი ვერცხლის მედალს დასჯერდა
Aa
Aa

მარცხი ფინალში - ეთერ ლიპარტელიანი ვერცხლის მედალს დასჯერდა

ქართველი ძიუდოისტი, ეთერ ლიპარტელიანი ზაგრებში მიმდინარე გრან პრიზე ვერცხლის მედალს დასჯერდა. ლიპარტელიანმა ფინალური შეხვედრა კანადელი მეტოქის, კრისტა დეგუჩის წინააღმდეგ გამართა და იპონით დამარცხდა.

ფინალამდე ქართველმა ფალავანმა ასელია ტოპრაკს, ოლივია გერჩს, ტიჰეა ტოპოლევეჩსა და არნაეს ოდელინ გარსიას სძლია. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელთან ეთერმა ძირითადი დროის დასრულებამდე 13 წამით ადრე მოიგო.

დღესვე, საქართველოს ნაკრების ყულაბას ბრინჯაოს მედალი გიორგი სარდალაშვილმა შესძინა. ქართველი ძიუდოისტი მეოთხედფინალში მაქსიმ მერლინთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო. პირველ შეხვედრაში მან ჰაკბერდი ჯუმაიევს სძლია, შემდეგ კი ფრანცისკო გარიგოსს ბრწყინვალე სტილში მოუგო.

შეგახსენებთ, რომ ხვალ ქალების -63კგ, -70კგ და კაცების -73კგ, -81კგ წონითი კატეგორიის მატჩები გაიმართება. ქართველთა მხრიდან ტატამიზე ლაშა შავდათუაშვილს, გიორგი ტერაშვილს და ტატო გრიგალაშვილს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები