Aa
Aa

"ინტერის" დიდი სატრანსფერო გეგმები

მილანის „ინტერი“ სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურებას აპირებს და დიდი გეგმები აქვს.

„ნერაძურის“ ორი მთავარი სამიზნე რაჯა ნაინგოლანი და ანხელი დი მარია იქნებიან.

როგორც იტალიური პრესა წერს, მილანელები დი მარიას სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს იხდიან, ხოლო ნაინგოლანის ტრანსფერისთვის 60 მილიონი ევრო აქვთ გამზადებული.

„ინტერი“ არგენტინელ ვარსკვლავს წელიწადში 7.5 მილიონ ევროსა და 4 წლიან კონტარქტს სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ 29 წლის ფეხბურთელი ამჟამად „პსჟ“-ში წლიურად 11 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, თუმცა ისიც ცნობილია, რომ „პარკ დე პრენსის“ დატოვებისა და ახალი გამოწვევის წინააღმდეგი არაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები