Aa
Aa

ოფიციალურად: ჩალხანოღლუ "მილანის" ფეხბურთელია!

23 წლის თურქი ფეხბურთელი ჰაქან ჩალხანოღლუ კარიერას იტალიურ "მილანში" გააგრძელებს.

მასში "როსონერიმ" 20 მილიონი ევრო გადაიხადა, ხოლო 4 მილიონს ეტაპობრივად ბონუსების სახით დაფარავს.

"მინდა მადლობა გადავუხადო "ლევერკუზნეს", მის მწვრთნელებს, გულშემატკივრებსა და ხელმძღვანელებს. ამ კლუბში დაუვიწყარი წლები გავატარე.

"მილანი" ჩემს კარერიაში ახალი ფურცელი და ახალი გამოწვევაა". - განაცხადა Bild-თან საუბრისას ჩალხანოღლუმ.

თურქი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის. ხვალ ის "როსონერისთან" 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის თანახმადაც წელიწადში 2.5 მილიონ ევროს აიღებს.

იტალიურ პრესაში უკვე ფოტოებიც გავრცელდა. ჩალხანოღლუ მილანში რამდენიმე წუთის წინ ჩავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები