ინტერი
Aa
Aa

მიზეზების, რის გამოც დიბალა ინტერში ვერ გადადის

ჯერჯერობით პაულო დიბალა კვლავ კლუბის გარეშეა. არგენტინელი შემტევი ხელფასის შემცირებასაც კი დათანხმდა, რომ რომელიმე გუნდთან მოლაპარაკება აწარმოოს. გავრცელებული ინფორმაციით, დიბალას ყველაზე მეტად „ინტერში“ სურს თამაში, თუმცა არის გარკვეული ფაქტორებიც, რის გამოც ჯერჯერობით ეს ყველაფერი არ ხერხდება.

გამოცემა Football Italia წერს, რომ 1 თვის წინ „ინტერმა“ პაულოს 5 მილიონი შესთავაზა, თუმცა უარი განაცხადა. ახლა კი აღნიშნული ანაზღაურება მისთვის მისაღებია. 28 წლის შემტევი „ნერაძურიში“ თამაშზე თანახმაა, მაგრამ რამდენიმე დეტალი აუცილებლად გასათვალისწინებელია.

რომელუ ლუკაკუს ტრანსფერმა დიბალას სიტუაცია გაართულა. ბეპე მორატა თვლის, რომ ახლა კლუბს იდეალური შეტევის ხაზი ჰყავს და შესაძლოა პაულო საჭირო აღარ გახდეს. გუნდში ერთდროულად ალექსის სანჩესი, რომელუ ლუკაკუ, ედინ ჯეკო და ლაუტარო მარტინესი ირიცხებიან. მოგეხსენებათ, „ინტერი“ 2 თავდამსხმელით თამაშობს.

დიბალას ტრანსფერი მეტწილად სანჩესის წასვლაზეა დამოკიდებული. იგივე ეხება ჯეკოსაც, მაგრამ მან განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში „ნერაძურის“ დატოვებას არ აპირებს. ეს არის სწორედ ის სირთულეები, რაც არგენტინელი შემტევის ტრანსფერს აყოვნებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიბალა უგუნდოდ - არგენტინელი იმედგაცრუებულია და ხელფასს იმცირებს
დიბალა უგუნდოდ - არგენტინელი იმედგაცრუებულია და ხელფასს იმცირებს