პაულო დიბალა
Aa
Aa

დიბალა უგუნდოდ - არგენტინელი იმედგაცრუებულია და ხელფასს იმცირებს

პაულო დიბალა თავისუფალი აგენტის სტატუსის მიღების შემდეგ, ახალ კლუბს ეძებს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.

ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, არგენტინელი შეშფოთებულია, რომ ის ჯერ კიდევ ვერ შეუთანხმებია ახალ კლუბს, მას შემდეგ, რაც „იუვენტუსთან“ ხელშეკრულება დაუსრულდა.

ამასთან დაკავშირებით, დიბალამ შესაძლოა ხელფასის მოთხოვნები შეამციროს. ახლა ის წელიწადში დაახლოებით 6 მილიონ ევროს ითხოვს. იტალიური კლუბები მზად არიან გადაუხადონ 4 ან 4,5 მილიონი ევრო წელიწადში, რაც არის ხელფასის ნახევარი, რომელიც პაულომ „იუვენტუსს“ გასული წლის ნოემბერში შეუთანხმა. ამ შეთანხმების შემდეგ იტალიურმა კლუბმა გადაიფიქრა და შეამცირა შეთავაზება, რის გამოც „ლა ხოიამ“ უარი თქვა ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე.

აღსანიშნავია, რომ „რომა“ სერიოზულად არასოდეს განიხილავდა დიბალასთან კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობას. „ნაპოლიმ“ ჩაატარა პაულოს თამაშის სიღრმისეული ანალიზი და გადაწყვიტა უარი ეთქვა თავდამსხმელის გაფორმებაზე. „მილანი“ დიდ პატივს სცემს არგენტინელს, მაგრამ არჩია, რომ ფოკუსირება მოახდინოს ჰაკიმ ზიეჩის ვარიანტზე.

„ინტერი“ ერთადერთი იტალიური კლუბია, რომელიც ოფიციალურად მოლაპარაკებებს აწარმოებს დიბალასთან. თუმცა, მხარეებმა ვერ მიაღწიეს სრულ შეთანხმებას და შემდეგ რომელუ ლუკაკუ კლუბში დაბრუნდა. ამ ფაქტმა კი შეიძლება პაულოსთან კონტრაქტის გაფორმებაზე უარი გამოიწვიოს.

მაქსიმალური შეთავაზება ინტერის მიერ იყო 5 მილიონი ევრო წელიწადში, პლუს ამას ჩატარებული მატჩების რაოდენობის პრემიით. ფეხბურთელის მხარემ ის ჰენრიხ მხითარიანისა და ლუკაკუს კლუბში გადასვლამდე მიიღო. შემდეგ დიბალას გარემოცვამ უარყო ეს შეთავაზება, რადგან თვლიდნენ, რომ მას უფრო მაღალი ხელფასის ვარიანტები ექნებოდა.

როდესაც ლუკაკუს დაბრუნება რეალისტურ ვარიანტად იქცა, „ინტერი“ თანდათან დაშორდა დიბალას და შეწყვიტა მოლაპარაკებები. სიმონე ინძაგი კმაყოფილია „ინტერის“ შეტევითა და მისი ამჟამინდელი ფორმით.

დიბალას წარმომადგენლებს დიდი ხანია ესმით, საით მიდის ყველაფერი, ამიტომ ფეხბურთელის მხარემ ინგლისურ კლუბებთან რამდენიმე შეხვედრა დანიშნა. მათ შორის, კერძოდ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"დარწმუნებული ვარ გავიბრწყინებ" - ალვარესი სიტიში 19 ნომრით ითამაშებს