კრიშტიანუ რონალდუ, ფრენკი დე იონგი, უსმან დემბელე, ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

ლაპორტა: დიახ, რონალდუს აგენტთან ვივახშმე... დე იონგი არ იყიდება

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ფრანკ კესის პრეზენტაციისას ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, რომლებიც რა თქმა უნდა, სხვა მოსალოდნელ ტრანსფერებს ეხებოდა.

კითხვა იყო კრიშტიანუ რონალდუს შესახებ არსებულ ჭორებზე, რომლებიც პრესამ მარტივად აიტაცა.

რონალდუს შესახებ

„დიახ, მართალია, რომ მენდეშთან (რონალდუს აგენტი) ერთად ვივახშმე. მე ვერავის გამოვრიცხავ, რადგან ეს ხელს არაფერს უწყობს. ჩვენს ინტერესებს ახლა არ დავაკონკრეტებ. მე მენდეშისგან შემოთავაზება მივიღე, მასთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა, რადგან ის გეუბნება როგორია სატრანსფერო ბაზარი“. - ამბობს ლაპორტა.

ახალი ტრანსფერები იქნება - ქომაგებმა უნდა მოითმინონ

ლაპორტამ ქომაგებს მოთმინებისა და რწმენის შენარჩუნებისკენ მოუწოდა: „ჩვენ არ ვჩქარობთ, თუმცა ვიცით, რომ ბევრის დაგვიანებაც არ შეგვიძლია, რადგან დაპირებულ მოთამაშეებთან დროულად ვერ მივედით. თუ, აუცილებლობა არ იქნება, ფეხბურთელებს არ გავყიდით. ყველა ტურნირზე ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას და კონკურენტუნარიანი გუნდი გვეყოლება. ჩვენ უფრო მეტ მოთამაშეს გავიფორმებთ, როგორც კი ამის შესაძლებლობა გვექნება. ქომაგებს ვთხოვ, რომ ჩვენი სჯეროდეთ“.

დე იონგის შესახებ

„ფრენკი დე იონგი არ იყიდება. ჩვენ არ გავყიდით მას, თუ ამას არ გვაიძულებენ. ჩვენ ვიცით, რომ მას აქვს შემოთავაზებები, მაგრამ მას აქვს მოქმედი კონტრაქტი“.

დემბელეს შესახებ

„ჩვენ გაურკვევლობაში ვართ. არ არსებობს გადაწყვეტილების მიღების თარიღები. ვესაუბრებით ფეხბურთელებს, რომ დაგველოდონ. დემბელე ამჟამად ბარსელონას ფეხბურთელი აღარ არის. მას აქვს შეთავაზება, რომელიც პასუხობს სპორტულ ინტერესებს, მისმა აგენტებმა პასუხი ჯერ არ გაგვცეს. საუბარს ვაგრძელებთ, სანამ დაინტერესება იქნება. მან უნდა მიიღოს ჩვენი წინადადება, რადგან ხელფასები ჩვენი რეალობის მიხედვით უნდა გავზომოთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონთა ლიგა: კვეკვესკირი-წიტაიშვილის ლეხმა ყარაბაღი დაამარცხა
ჩემპიონთა ლიგა: კვეკვესკირი-წიტაიშვილის ლეხმა ყარაბაღი დაამარცხა