თბილისის დინამო, ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

„გულშემატკივარის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“ - მექვაბიშვილი პაიდესთან მატჩზე

ხვალ, უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის დინამო საკუთარ მოედანზე ესტონურ პაიდეს უმასპინძლებს.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე თბილისური კლუბის ვიცე-კაპიტანმა, ანზორ მექვაბიშვილმა მოახლოებულ თამაშზე ისაუბრა:

საერთაშორისო თამაშებს სხვა დატვირთვა აქვს. მატჩებს ყოველთვის პროფესიონალურად ვუდგები. სავსე ტრიბუნების წინ თამაში ცოტა რთულია, რადგა საქართველოში ამას მიუჩვეველები ვართ. ამ შეხვედრებში სანაკრებო გამოცდილება გამომადგება.

გულშემატკივრები ბევრს ნიშნავს, მინდა მათ ვთხოვო მოვიდნენ და გვერდში დაგვიდგნენ. ნახეთ ამან საქართველოს ნაკრების თამაშებზე რა შედეგი მოიტანა. ხალხს შეტევა და გოლები უნდა, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენი ფილოსოფიაც სწორედ ეს არის.

შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამოსა“ და „პაიდეს“ შეხვედრა ხვალ, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები