თბილისის დინამო, გიორგი ჭიაბრიშვილი
Aa
Aa

„ყველა თამაშში 100%-ით მოტივირებულები ვართ და გამონაკლისი არც ეს შეხვედრაა“ - ჭიაბრიშვილი

უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიზე პირველ მატჩში თბილისის „დინამო“ ესტონურ „პაიდეს“ უმასპინძლებს.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე თბილისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

გიორგი ჭიაბრიშვილი:

საქმისადმი მიდგომის პრობლემა არ მაქვს. ჩვენი ყოველი თამაში და ეტაპი არის ახალი გამოწვევა. სრული სერიოზულობით ვემზადებით მთელი კლუბი. ფეხბურთელები მოტივირებულები არიან, ამაზე სანერვიულო არ გვაქვს. არ ვართ ისე, რომ ვინმეზე ზევით ვიდგეთ. ყველა თამაშში 100%-ით მოტივირებულები ვიქნებით და გამონაკლისი არც ეს შეხვედრაა.

ბათუმის თამაში ძალიან კარგი იყო, იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი რაღაც დაგვანახა. მთლიანად გუნდმა ვერ ითამაშა და მოწინააღმდეგემ გვაჯობა. ყველა რგოლში რომ გაძლიერება გვჭირდება ვთანხმდებით და ამაზე ვმუშაობთ. იმრანი გუნდს კარგად შეეწყო. ფუნქციონალურად შეიძლება არ არის მზად, მაგრამ განაცხადში იქნება ითამაშებს თუ არა ამას ხვალ გავიგებთ.

მოწინააღმდეგე არ ვიცით როგორი გუნდია და რა შეუძლია, ამას ხვალ გავიგებთ. წინასწარ ვერ გეტყვით სადამდე შევძლებთ გასვლას, პროგნოზირება ჩემი საქმე არ არის, მთავარია ხვალინდელი თამაში.

ბათუმში ფსიქოლოგიური პრობლემა ვერ ვნახე. იმ თამაში უბრალოდ მეტოქემ გვაჯობა, არ ყოფილა ფსიქოლოგიური პრობლემა. მათ გასატანი გაიტანეს, კონკრეტულ მომენტებში უკეთ ითამაშეს და გვაჯობეს. მე ჩემი ფეხბურთელების მჯერა, მჯერა მათი ფსიქოლოგიის და მჯერა იმის, რომ ყველა თამაშში რომ ბოლომდე დაიხარჯებიან.

რაც შეეხება გულშემატკივარის მხარდაჭერას, ყველა ვხედავთ ბათუმს რამხელა მუხტი და შედეგი აქვს, ეს გარემოს დამსახურებაა. კარგი იქნება საქართველოში ყველგან ასეთი გარემო იყოს. თუ რაღაც არ გამოგდის, გულშემატკივრები გაძლევენ დამატებით მუხტს. მათ გარეშე ძალიან რთულია რაიმე შედეგის მიღწევა არამარტო საზღვარგარეთ, არამედ საქართველოშიც.

შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამოსა“ და „პაიდეს“ დაპირისპირება ხვალ, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები