კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

რას აპირებს კრიშტიანუ - AS-მა რონალდუ ბარსელონას დაუკავშირა...

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, ბევრი საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება. რამდენიმე საათის წინ, გავლენიანმა ესპანურმა გამოცემამ, AS-მა დაწერა, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი „ბარსელონას“ რადარზე იმყოფება და კატალონიელები მის გადაბირებაზე ფიქრობენ.

AS-ის თქმით, რონალდუს აგენტი, ჟორჟე მენდეში „ბარსას“ პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას შეხვდა და ამ საკითხზე იმსჯელა, თუმცა ხერარდ რომეროს ცნობით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რომერო ამბობს, რომ „ბლაუგრანა“ რონალდუს კანდიდატურას არ განიხილავს და მენდეშისა და ლაპორტას შეხვედრა ჟიულ კუნდეს ტრანსფერს უკავშირდებოდა.

კრიშტიანუს შესახებ ბრიტანულ პრესაშიც წერენ. Independent-ი აცხადებს, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მზადაა, „ოლდ ტრაფორდის“ დატოვების სანაცვლოდ ხელფასის შემცირებას დათანხმდეს. 37 წლის შემტევი კვირაში 500 000 გირვანქა სტერლინგს იღებს და Independent-ს თუ დავუჯერებთ, მისთვის ანაზღაურების მნიშვნელოვან ნაწილზე უარის თქმა პრობლემა არაა.

როგორც მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე, გამოკვეთილი ფავორიტი ლონდონის „ჩელსი“ გახლავთ. ESPN-ის ცნობით, „არისტოკრატებს“ ჯერ არ გადაუწყვეტიათ, „მანჩესტერს“ წინადადებით მიმართონ თუ არა, თუმცა ძალიან დაბალი შანსია, რომ ლონდონელებმა მიზანს მიაღწიონ. საქმე ისაა, რომ „წითელი ეშმაკები“ თავიანთი ლიდერის გაშვებას არ აპირებენ, ხოლო თუ სხვა ვარიანტი არ ექნებათ, გამორიცხულია, რონალდუ უშუალო კონკურენტს დაუთმონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
AS ვალენსიას გეგმებზე წერს - ღამურებმა შესაძლოა ვეტერანი მეკარე დაიმატონ
AS ვალენსიას გეგმებზე წერს - ღამურებმა შესაძლოა ვეტერანი მეკარე დაიმატონ