თორნიკე შენგელია
Aa
Aa

გადაწყვეტილება მიღებულია - თორნიკე შენგელია ვირტუს ბოლონიაში რჩება

იტალიურ პრესაში „ვირტუს ბოლონიას“ კალათბურთელზე, თორნიკე შენგელიაზე საუბარი არ წყდება. ქართველი მძიმე ფორვარდის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია გაჩენილი და ადგილობრივი გამოცემის მიხედვით, ყველაფერს წერტილი მალე დაესმება.

ბოლონიური გაზეთის, Resto del Carlino-ს ცნობით, შენგელია „ვირტუს ბოლონიაში“ დარჩება და კლუბში დიდი იმედი აქვთ, რომ ამის შესახებ ოფიციალურად ამ კვირაში გამოაცხადებენ. იტალიელები ევროლიგის ახალი სეზონისთვის ემზადებიან, შენგელიასი ეიმედებათ და მის გაშვებას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის კალათბურთელი „ვირტუს ბოლონიას“ მიმდინარე წლის მარტში შეუერთდა და კლუბთან ერთად ევროთასის გამარჯვებული გახდა. „ვირტუსამდე“ თოკო მოსკოვის ცსკა-ს ღირსებას იცავდა, თუმცა რუსული კლუბი უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ დატოვა.

ცნობისთვის, თოკო ერთ-ერთ ვარიანტად NBA-ში დაბრუნებას განიხილავდა, მაგრამ როგორც ჩანს, „ვირტუს ბოლონიამ“ მიზანს მიაღწია. La Repubblica-ს ცნობით, NBA-ის ფაქტორისა და სხვა კლუბების ინტერესის გამო, მოლაპარაკებები გაჭიანურდა, თუმცა „ვირტუს ბოლონიამ“ თავისი გაიტანა და შენგელია დაიყოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნახეთ მისი სპექტაკლი რუსეთის 17-წლამდე ნაკრებთან?“ - იტალიაში ხვიჩას წარსულს სწავლობენ
„ნახეთ მისი სპექტაკლი რუსეთის 17-წლამდე ნაკრებთან?“ - იტალიაში ხვიჩას წარსულს სწავლობენ