ილიას ზუროსი, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„ძალიან რთული მატჩი გველის, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ“ - ილიას ზუროსი

ხვალ, საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები თბილისში, ახლადაშენებულ არენაზე ესპანეთის ნაკრებს დაუხვდება.

ილიას ზუროსის გუნდმა მატჩამდე ბოლო ვარჯიში დღეს, შეხვედრის მასპინძელ არენაზე გამართა, რომლის დასრულების შემდეგაც ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა მოახლოებულ შეხვედრასა და უკრაინასთან მარცხზე ისაუბრა.

ილიას ზუროსი:

ესპანეთთან თამაშისთვის მომზადება დავასრულეთ. ხვალ გველის ძალიან რთული მატჩი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან. ამ მომენტისთვის ამ გუნდს ყველა თამაში აქვს მოგებული. მათ ჰყავთ ბრწყინვალე სტაფი და ბრწყინვალე მოთამაშეები.

უკრაინასთან მარცხი და ცუდი პერფომანსი ყველა ჩვენგანის ბრალია. უფრო მეტი კონცენტრაცია გვმართებს, უნდა ვაჩვენოთ ამ ყველაფერზე ჩვენი რეაქცია, უნდა ვიბრძოლოთ და უნდა ნახოს ყველამ, რომ გამარჯვებას ვიმსახურებთ. ხვალ ახალ დარბაზში პირველი თამაში გვექნება და გულშემატკივრების მხარდაჭერას ველით. იმედი გვაქვს ყველაფერი კარგად ჩაივლის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის საკალათბურთო ნაკრებების დაპირისპირება ხვალ, 19:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები