გიორგი შერმადინი, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები, ესპანეთის კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„იმედი მაქვს, გამარჯვებით ყველა ერთად ვისიამოვნებთ“ - გიორგი შერმადინი

ხვალ, საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები თბილისში, ახლადაშენებულ არენაზე ესპანეთის ნაკრებს დაუხვდება.

ილიას ზუროსის გუნდმა მატჩამდე ბოლო ვარჯიში დღეს, შეხვედრის მასპინძელ არენაზე გამართა, რომლის დასრულების შემდეგაც ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შერმადინმა მეტოქის შესახებ და გულშემატკივრის როლზე ისაუბრა:

გიორგი შერმადინი:

ესპანეთის ნაკრებს წამყვანი მოთამაშეები არ ჰყავთ, მაგრამ კარგად ვიცნობ იმათ, ვინც ხვალ ითამაშებენ. ორი დღის წინ ჩრდ. მაკედონიას 40 ქულით მოუგეს და შესაბამისად, კარგი გუნდია. მნიშვნელოვანია, რომ სახლში ვთამაშობთ, ახალ სპორტის სასახლეში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დარბაზი ხვალ გადაივსება. ჩვენი გულშემატკივარი დამატებით მოტივაციას და ენერგიას მოგვცემს. იმედი მაქვს, რომ ხვალ საღამოს, გამარჯვებით ყველა ერთად ვისიამოვნებთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის საკალათბურთო ნაკრებების დაპირისპირება ხვალ, 19:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები