გიორგი ჩაკვეტაძე, ვლადიმირ ვაისი, სლოვანი, გენტი
Aa
Aa

ტრანსფერი ოფიციალურია - ჩაკვეტაძემ სლოვანში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა

რამდენიმე დღის წინ, CrystalSport-ი ექსკლუზიურად გიყვებდათ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა და ამჟამად ბრატისლავას სლოვანის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერზე აქტიურად იმუშავა, მოლაპარაკება გადამწყვეტ ფაზაში იყო შესული, ტრანსფერი კი სულ მალე გაოფიციალურდებოდა.

მიმდინარე დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ნიჭიერმა ქართველმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.

გუნდი სოციალური ქსელით ინფორმაციას ახალი ტრანსფერის შესახებ ეტაპობრივად ავრცელებს. გიორგისა და სლოვანის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ორშაბათისთვის უნდა ველოდოთ. საიჯარო ხელშეკრულება 1 სეზონს მოიცავს.

გიორგი ჩაკვეტაძეს სლოვანში ორი ქართველი ფეხბურთელი - ჯაბა კანკავა და გურამ კაშია დახვდებიან.

როგორც მოგეხსენებათ, სლოვაკეთის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონს, დინამო ბათუმს დაუპირისპირდება. მატჩები 6 და 13 ივლისს შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები