გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ფინანსური პრობლემები ვალენსიაში - დიდი ზარალი გასულ სეზონში

ესპანური პრესის ცნობით , გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. Ser Deportivos Valencia-ს ინფორმაციით, „ღამურებმა“ გასულ სეზონში დიდი ზიანი ნახეს და ურთულესი გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ.

ესპანური გამოცემის მიხედვით, 30 ივნისის მონაცემებით, „ვალენსიას“ მინიმუმ 70 მილიონი ევრო სჭირდება. „ღამურებმა“ ან ფეხბურთელები უნდა გაყიდონ, ან თანხა კლუბის პრეზიდენტმა, პიტერ ლიმმა გადაიხადოს, რათა „ჩე" ბანკროტად არ გამოცხადდეს ან საერთოდ არ დაიშალოს.

ამ ეტაპზე, უცნობია „ღამურები“ რას მოიმოქმედებენ, თუმცა ესპანურ პრესაში აქტიურად იწერება, რომ „ჩეს“ რამდენიმე ლიდერი დატოვებს. როგორც ირკვევა, კარლოს სოლერის გადაბირებით „ბარსელონა“ ინტერესდება, ხოლო ხოსე გაიასა და გონსალო გედეშს რამდენიმე მსურველი ჰყავთ.

შეგახსენებთ, რომ AS-ის ცნობით, წამსვლელთა შორის არ მოიაზრება გიორგი მამარდაშვილი. მხარეები ყველაფერზე შეთანხმდნენ და ახალი ხელშეკრულების მიხედვით ქართველი მეკარის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება. კონტრაქტი 2027 წლამდე გაფორმდება. ცნობისთვის, გასულ სეზონში, ლა ლიგისა და სამეფო თასის ჩათვლით, მამარდაშვილმა 21 მატჩი ჩაატარა და გოლი 9 თამაშში არ გაუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად ლა ლიგას, ბორდალასმა სასტარტოში 18 შეხვედრაში დააყენა და გიორგიმ კარი მშრალად 8 მატჩში შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მადლობელი ვარ, რომ აქ მუშაობის შესაძლებლობა მომეცა“ - ქეცბაიას პირველი კომენტარი
„მადლობელი ვარ, რომ აქ მუშაობის შესაძლებლობა მომეცა“ - ქეცბაიას პირველი კომენტარი