ნეიმარი
Aa
Aa

მილანი ნეიმარის შეძენას გეგმავს

პსჟ ნეიმარის გაშვებას, რომ აპირებს არახალია. დღეს, ბრაზილიელს ახალი მსურველი გამოუჩნდა, რომელიც ბევრისთვის მოულოდნელად „მილანია“.

ბრაზილიური გამოცემა UOL-ი წერს, რომ „როსონერის“ ნეიმარის შეძენის სურვილი მას შემდეგ გაუმძაფრდა, როცა პარიზელებმა ფეხბურთელის გასხვისების თაობაზე მზაობა გამოთქვეს.

„მილანში“ მიაჩნიათ, რომ 30 წლის ბრაზილიელის ტრანსფერი მსოფლიოსთვის მესიჯი იქნება, რომ „როსონერი“ უმაღლეს დონეზე დაბრუნდა.

მილანელებს არ აქვთ შესაძლებლობა გადაიხადონ ნეიმარის მთელი ხელფასი, მაგრამ იტალიური კლუბი ელოდება პსჟ-ს მხრიდან დათმობებზე წასვლას ტრანსფერის განსახორციელებლად. „მილანს“ სჯერა, რომ მათ შეუძლიათ ბრაზილიელს წელიწადში 15-20 მილიონი ევრო გადაუხადონ და დანარჩენს პარიზელები გაისტუმრებენ.

პსჟ სახელფასო ბიუჯეტის გამოთავისუფლებას და შემადგენლობის ფორმირებას გეგმავს, ყველა ამ ცვლილებისთვის პირველი ნაბიჯი სწორედ ნეიმარის გაყიდვაა.

გუშინ ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა ადრიენ გრენიემ დაწერა, რომ თავად „ნეიც“ კლუბში თავს კომფორტულად აღარ გრძნობს და წასვლაზე ფიქრობს.

გასულ სეზონში ნეიმარმა ლიგა 1-ში 22 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა, 6 საგოლე გადაცემა გააკეთა და 10 ყვითელი ბარათი მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
626 ათასი დოლარი - რონალდუ სასამართლოს მოგების შემდეგ, თანხის დაბრუნებას გეგმავს
626 ათასი დოლარი - რონალდუ სასამართლოს მოგების შემდეგ, თანხის დაბრუნებას გეგმავს