„რთული მატჩი გველის, საქართველო გამოცდილი გუნდია
Aa
Aa

„რთული მატჩი გველის, საქართველო გამოცდილი გუნდია" - აინარს ბაგაცკისი

უკრაინის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, აინარს ბაგაცკისმა საქართველოსთან ჩანიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა. ლატვიელი სპეციალისტის თქმით, მის გუნდს რთული და მნიშვნელოვანი მატჩი ელის.

„უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, ვეძებდით ადგილს, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩების გამართვას შევძლებდით. გადავწყვიტეთ, ლატვიის დედაქალაქი, რიგა აგვერჩია, რადგან ამ ქვეყნის მთავრობა და კალათბურთის ფედერაცია უკრაინას ძალიან ეხმარება.

საქართველოსთან გასამართი მატჩი მარტივი ნამდვილად არ იქნება, რადგან საქართველოს ნაკრები გამოცდილი და ჭკვიანი კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული. შენგელიას, შერმადინს, ბურჯანაძეს, ბითაძეს, მაკფადენს და ცინცაძეს კომენტარი არ სჭირდებათ. ისინი მაღალი დონის და გამოცდილი კალათბურთელები არიან. ჯგუფში შექმნილ სიტუაციას რაც შეეხება, ყველაფერი ნათელია. ესპანეთი ფავორიტია, საქართველო კი, რომელსაც გამოცდილი მოთამაშეები ჰყავს, მათ წინააღმდეგ კი არა, ჩვენთან იბრძვით. თუ საქართველო ჯგუფიდან გავიდა, მომდევნო 3 შეხვედრაში დიდი სამუშაოს გაწევა მოგვიწევს, რათა ეს ეტაპი დავძლიოთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს და უკრაინის ნაკრებების მატჩი ხვალ გაიმართება და თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართველებზე შურისძიება გვინდა“ - უკრაინელებმა საქართველოსთან მატჩზე ისაუბრეს
„ქართველებზე შურისძიება გვინდა“ - უკრაინელებმა საქართველოსთან მატჩზე ისაუბრეს