ხვიჩა კვარაცხელია, თბილისის დინამო, ბათუმის დინამო, ლევან კობიაშვილი
Aa
Aa

„მინდა, წარმატება ვუსურვო კარიერის ახალ ეტაპზე“ - კობიაშვილი „კვარაზე“ და დინამოების დერბიზე

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მორიგ ტურში ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად, 4:1 დაამარცხა. „ბათუმი არენაზე“ სრული ანშლაგი და საოცარი ატმოსფერო იყო. თამაშამდე 1 დღით ადრე მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა და შესაბამისად, სტადიონზე მისულმა ქომაგებმა ტრიბუნაზე შთამბეჭდავი გარემო შექმნეს.

ამასთან, გუშინდელ შეხვედრაში, შესვენების დროს ბათუმის „დინამოს“ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია დაემშვიდობა, რომელიც მომავალი სეზონიდან უკვე „ნაპოლის“ ღირსებას დაიცავს.

„კვარამ“ გულშემატკივრებს სიტყვით მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, კლუბს კი სამომავლოდ წარმატებები უსურვა.

„ბათუმი არენაზე“ შექმნილ საოცარ ატმოსფეროს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„გულშემატკივარმა ხვიჩა კვარაცხელია ბათუმიდან გადავსებული ტრიბუნებით და საოცარი ემოციებით გააცილა.

მინდა, წარმატება ვუსურვო ხვიჩას კარიერის ახალ ეტაპზე!

თბილისისა და ბათუმის „დინამოები“ ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ერთმანეთს მესამედ დაუპირისპირდნენ.

სამივე მატჩს 60 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო და სტადიონზე განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნეს. თითოეული სტადიონზე მოსული ქომაგი ქმნის ფეხბურთს ასეთ გამორჩეულ სანახაობად.

მადლობა თითოეულ გულშემატკივარს იმისთვის, რომ ასე ალამაზებთ ჩვენ საყვარელ თამაშს!“ - წერს კობიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ივლისის დასაწყისში შეუერთდება და კლუბთან ერთად წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპში ჩაერთვება. გავრცელებული ინფორმაციით, ნეაპოლურ კლუბს 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი 10 მილიონი ევრო დაუჯდება, რომელსაც 1 მილიონი ევროს ბონუსები დაემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაკრების შეკრებაზე ვიყავი, როდესაც მამუკამ მითხრა, რომ ყველაფერი 99%-ით გადაწყვეტილი იყო - კვარაცხელია
ნაკრების შეკრებაზე ვიყავი, როდესაც მამუკამ მითხრა, რომ ყველაფერი 99%-ით გადაწყვეტილი იყო - კვარაცხელია