მილანი, უორენ ბონდო
Aa
Aa

რენატო სანჩესი გამოირიცხა - მილანი უორენ ბონდოზე გადაერთო

დიდი ხნის განმავლობაში იწერებოდა, რომ „მილანი“ რენატო სანჩესს შეიძენდა, თუმცა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა საბოლოო ჯამში „პარი სენ ჟერმენი“ აირჩია. აქედან გამომდინარე, „როსონერი“ სხვა ფეხბურთელზე უნდა გადაერთოს.

Corriere dello Sport MilanLive-ზე დაყრდნობით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ცნობილი ხდება, რომ იტალიური კლუბი „ნანსის ლორიანისა“ და საფრანგეთის 19-წლამდე ნაკრების ფეხბურთელით, უორენ ბონდოთი ინტერესდება, რომელსაც ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.

საფრანგეთში თვლიან, რომ ბონდოს დიდი მომავალი აქვს და „მილანი“ მას დიდი ხანია აკვირდება. იტალიური მედიის ცნობით, გეგმა B სწორედ ბონდო იყო, თუ რენატო სანჩესის ტრანსფერი არ გამოვიდოდა.

როგორც აღმოჩნდა, „როსონერის“ ბონდოს გადაბირება გასულ წელსაც სურდა, მაგრამ „ნანსი ლორიანთან“ მოლაპარაკება არ მოხერხდა. 18 წლის ნახევარმცველს „მილანში“ კესის შემცვლელად მოიაზრებენ.

ცნობისთვის, უარენ ბონდო „ნანსი ლორიანის“ ღირსებას 2020 წლიდან იცავს. 2020 წლიდან დღემდე, ბონდომ ფრანგული კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 39-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალი კონტრაქტს არ უხანგრძლივებს - ასენსიოსთვის მილანი და ლივერპული იბრძვიან
რეალი კონტრაქტს არ უხანგრძლივებს - ასენსიოსთვის მილანი და ლივერპული იბრძვიან