ინტერი, რომელუ ლუკაკუ
Aa
Aa

ოფიციალურად - ლუკაკუ ინტერში დაბრუნდა

დღეს სპორტულ მედიაში დაიწერა, რომ რომელუ ლუკაკუ „მილანში“ ჩაფრინდა და სულ მალე ოფიციალურად „ინტერის“ ფეხბურთელი გახდებოდა.

„ნერაძურის“ ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს, რომ ბელგიელი თავდამსხმელი „ინტერში“ დაბრუნდა და 1 წლის განმავლობაში კვლავ მათთვის შეუტევს.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ლუკაკუს განათხოვრების სანაცვლოდ „ჩელსი“ 8 მილიონ ევროს მიიღებს და „ინტერი“ ბელგიელი ფეხბურთელის ხელფასის ნაწილსაც დაფარავს. ამასთან, თუ რომელუმ მაღალ დონეზე იასპარეზა, ლონდონელები ბონუსებს მიიღებენ.

„არისტოკრატების“ სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, „ჩელსის“ მისი შემცვლელი ჯერ არ უპოვია, თუმცა რამდენიმე ვარიანტს აქტიურად განიხილავს. „ლურჯები“ შეტევის გაძლიერებას „ლიდსის“ ფეხბურთელის, რაფინიას ტრანსფერით აპირებენ, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული არაფერი ხდება.

ასევე, შეგახსენებთ, რომ  ბელგიელი თავდამსხმელი გასული წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ჩელსიმ“ „ინტერიდან“ 115 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა, თუმცა ახალ „არისტოკრატებს“ ვერ შეეგუა და უკან დაბრუნება ითხოვა.

გასული სეზონის განმავლობაში, ლუკაკუმ „ჩელსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 44-ჯერ მოირგო, 15 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მილიტო დიბალას ინტერში ტრანსფერზე: ის სწორ კლუბში მოხვდება
მილიტო დიბალას ინტერში ტრანსფერზე: ის სწორ კლუბში მოხვდება