ჩელსი, სევილია, ჟიულ კუნდე
Aa
Aa

წაიყვანეთ ან ფასს გავზრდით - სევილიას ულტიმატუმი კუნდეზე

ესპანური გამოცემა Diariodesevilla ჟულ კუნდესთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. წყარო წერს, რომ „ჩელსის“ ფრანგი მცველის მიმართ ინტერესი გაუნელდა და მეტწილად უსმან დემბელეზე და მატიას დე ლიხტზე გადაერთო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლონდონელებს კუნდეს ყიდვა აღარ სურთ.

„სევილიამ“ თავისი პოზიცია ნათლად დააფიქსირა. ანდალიზიური კლუბი არ აპირებს მთელი ზაფხული დაცდას და 5 ივლისის შემდეგ ახალგაზრდა უკანახაზელის ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

აღნიშნული გამოცემა წერს, რომ ლოპეტეგის გუნდს კუნდეს შემცვლელის პოვნისთვის ბევრი დრო დასჭირდება. სწორედ ამიტომ, სხვა გუნდებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც უკვე მოგახსენეთ „სევილია“ ფასს გაზრდის და შესაძლოა გრანდებს მოთხოვნილი თანხის გადახდა გაუჭირდეთ.

მეორეს მხრივ, ესპანური გამოცემა AS წერს, რომ „ჩელსის“ ახალი მფლობელი ტოდ ბოელი პირადად დაუკავშირდა ჟორჟე მენდეშს, რომელიც კუნდეს აგენტი გახლავთ და ტრანსფერისთვის ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგა.

კუნდე „სევილიაში“

23 წლის ფრანგი ესპანურ კლუბს 2019 წელს შეუერთდა და უმალ ძირითადი შემადგენლობის წევრად იქცა. 2019 წლიდან დღემდე, კუნდემ „სევილიას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 133-ჯერ მოირგო, 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოლაპარაკებები დაწყებულია - ჩელსის სტერლინგი და აკე სურს
მოლაპარაკებები დაწყებულია - ჩელსის სტერლინგი და აკე სურს