ინტერი
Aa
Aa

რომანომ და მაროტამ დაადასტურეს - ლუკაკუ მილანში დღეს ჩაფრინდება

საფეხბურთო სეზონი დასრულდა და ახლა სატრანსფერო სიახლეების დროა. აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ რომელუ ლუკაკუ „ინტერში“ დაბრუნდებოდა. რამდენიმე დღის წინ, გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა და ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ მხარეები შეთანხმდნენ და ბელგიელი თავდამსხმელი მომავალი სეზონიდან „ნერაძურიში“ ითამაშებს.

რომანოს უახლესი ინფორმაციით, ლუკაკუ მილანში დღეს ჩაფრინდება. აღნიშნული ფაქტი „ინტერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბეპე მაროტამაც დაადასტურა:

„ის ალბათ ამაღამ ჩამოვა.“

ფაბრიციოს ინფორმაციით, ლუკაკუ სამედიცინო შემოწმებას ოთხშაბათს გაივლის. ბელგიელი „ინტერში“ 2023 წლამდე იჯარის წესით ითამაშებს, ხოლო იტალიურ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნება.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი თავდამსხმელი გასული წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ჩელსიმ“ „ინტერიდან“ 115 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა, თუმცა ახალ „არისტოკრატებს“ ვერ შეეგუა და უკან დაბრუნება ითხოვა.

გასული სეზონის განმავლობაში, ლუკაკუმ „ჩელსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 44-ჯერ მოირგო, 15 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მილიტო დიბალას ინტერში ტრანსფერზე: ის სწორ კლუბში მოხვდება
მილიტო დიბალას ინტერში ტრანსფერზე: ის სწორ კლუბში მოხვდება