ფრენკი დე იონგი
Aa
Aa

მანჩესტერი ფრენკი დე იონგის ტრანსფერთან ახლოსაა - ჩელსი დე ლიხტს უმიზნებს

„აიაქსის“ ყოფილი ფეხბურთელების, ფრენკი დე იონგისა და მატიას დე ლიხტის გადასაბირებლად პრემიერ ლიგის გრანდები იბრძვიან. ფრენკისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შესახებ უკვე დიდი ხანია იწერება და როგორც ჩანს, „წითელი ეშმაკები“ მიზანთან ძალიან ახლოს არიან.

Sky Sports-ის ინფორმაციით, „ოლდ ტრაფორდელებს“ „ბარსელონასთან“ შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეული აქვთ. „მანჩესტერი“ 65 მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც ბონუსები დაემატება. კლუბებს შორის მოლაპარაკებები კვლავინდებურად მიმდინარეობს, მთავარი კი ისაა, რომ ორივე მხარე პოზიტიურადაა განწყობილი და დიდი შანსია, ტრანსფერი გაიჩარხოს.

იტალიური პრესის ცნობით, „მანჩესტერის“ მსგავსად სატრანსფერო ბაზარზე „ჩელსიც“ აქტიურობს. „არისტოკრატებს“ მატიას დე ლიხტის გადაბირება სურთ და მათი აზრით, ნიდერლანდელი 100 მილიონი ევრო ღირს. Gazzetta dello Sport-ის მიხედვით, „ლურჯები“ ამ თანხის გადახდას არ აპირებენ და იმედი აქვთ, რომ ტრანსფერში ტიმო ვერნერსა და კრისტიან პულიშიჩს ჩართავენ. „იუვენტუსს“ რაც შეეხება, „ბიანკონერი“ 120 მილიონ ევროს ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ბაზარი ოფიციალურად 1-ელ ივლისს გაიხსნება. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ჩელსის“ პირველი შენაძენი „სიტის“ ფეხბურთელი, რაჰიმ სტერლინგი იქნება, ხოლო „მანჩესტერი“ ფრენკის გარდა, ენტონისაც აკვირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სასჯელი ესპანეთს - მსოფლიო თასზე რუმინეთი ითამაშებს
სასჯელი ესპანეთს - მსოფლიო თასზე რუმინეთი ითამაშებს