რაჰიმ სტერლინგი, ნათან აკე
Aa
Aa

მოლაპარაკებები დაწყებულია - ჩელსის სტერლინგი და აკე სურს

ლონდონის „ჩელსი“ შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს და ნათან აკესა და რაჰიმ სტერლინგის გადაბირებას გეგმავს. Telegraph-ის ინფორმაციით, „არისტოკრატებმა“ „სიტისთან“ მოლაპარაკებები დაიწყეს და ოფიციალურ წინადადებას ამზადებენ.

ბრიტანული პრესის ცნობით, კვირას, „ლურჯების“ წარმომადგენლები „ქალაქელების“ ხელმძღვანელებს დაუკავშირდნენ, რათა ფეხბურთელთა ფასები გაეგოთ. „ჩელსის“ თავკაცი, ტომას ტუხელი ნიდერლანდელი მცველის მიმართ სიმპათიებით ჯერ კიდევ „დორტმუნდში“ ყოფნისას იყო განწყობილი და თვლის, რომ მისი ტრანსფერი გუნდს პროგრესის მიღწევაში დაეხმარება.

სტერლინგს რაც შეეხება, „ლურჯები“ მასზე დიდ იმედებს ამყარებენ და მისით შეტევის გაძლიერებას გეგმავენ. აღსანიშნავია, რომ Telegraph-ის ცნობით, „სიტის“ დატოვებაზე აკეც და სტერლინგიც თანახმა არიან და წესითა და რიგით, პრობლემა არც „ქალაქელთა“ პოზიცია უნდა იყოს.

გეტყვით იმასაც, რომ სტერლინგის გარდა, „ჩელსი“ რაფინიათი, რიშარლისონით და დემბელეთი ინტერესდება. „არისტოკრატებს“ ახალი მფლობელები ჰყავთ და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ლონდონელები ბევრს იაქტიურებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეკარის დილემა ვალენსიაში - გატუზოს პირველი პრობლემა
მეკარის დილემა ვალენსიაში - გატუზოს პირველი პრობლემა