რონალდ კუმანი
Aa
Aa

„ბარსელონა წარსულში ცხოვრობს, ფეხბურთი შეიცვალა“ - ამბობს რონალდ კუმანი

„ბარსელონას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა Diario Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და „ბლაუგრანას“ ამჟამინდელ მსოფლმხედველობაზე ისაუბრა. ნიდერლანდელის თქმით, სათამაშო ტაქტიკის მხრივ, „ბარსა“ წარსულში ცხოვრობს და ვერ ხვდება, რომ ფეხბურთი ძალიან შეიცვალა.

„როგორც ნიდერლანდელი ადამიანი, საფეხბურთო მატჩებისას დომინაციის მომხრე ვარ. თუ 3 ცენტრალური მცველით და 5 უკანახაზელით თამაშობ, არ შეიძლება იმის თქმა, რომ დაცვითი სქემა გაქვს არჩეული. ამ ტაქტიკით 3-4 თვის განმავლობაში ვასპარეზობდით და ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო მატჩები ჩავატარეთ. ყველაზე კარგი მაგალითი თასის ფინალში, ბილბაოს წინააღმდეგ გამართული შეხვედრაა.

ბარსელონა წარსულში ცხოვრობს: 4-3-3 სათამაშო სქემა და ტიკი-ტაკა. ფეხბურთი შეიცვალა. ბევრად სწრაფი გახდა და ფიზიკური კონდიციების მხრივ, ფეხბურთელებისგან გაცილებით მეტს ითხოვს, წარსულში ცხოვრება კი არ შეიძლება. ბარსელონაში გატარებულ პერიოდს რაც შეეხება, ფეხბურთელები ჩემ წინააღმდეგ არ ყოფილან. პრობლემები მაშინ დამეწყო, როცა პრეზიდენტი შეიცვალა და კლუბში ლაპორტა მოვიდა. როცა პრეზიდენტი ხარ, შეიძლება, რომ მწვრთნელთან დაკავშირებით, ეჭვები გქონდეს, მაგრამ ამის საჯაროდ დაფიქსირება მისი მხრიდან დიდი შეცდომა იყო“.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტი „ბარსელონაში“ 2020-21 წლებში მუშაობდა და „ბლაუგრანას“ ნიდერლანდების ეროვნული ნაკრებიდან შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სასჯელი ესპანეთს - მსოფლიო თასზე რუმინეთი ითამაშებს
სასჯელი ესპანეთს - მსოფლიო თასზე რუმინეთი ითამაშებს