შტუტგარტი
Aa
Aa

გაუპატიურების ბრალდება - შტუტგარტის ფეხბურთელი იბიცაზე დააკავეს

BILD-ის ცნობით, ''შტუტგარტის'' ფეხბურთელი ათაქან კარაზორი გაუპატიურების ბრალდებით იბიცაზე დააკავეს. მასთან ერთად ასევე პატიმრობაშია მისი ინდოელი მეგობარი, მათ 18 წლის გოგოს გაუპატიურებაში დებენ ბრალს. როგორც ადვოკატები აცხადებენ, ამ ტიპის სასამართლო პროცესები გრძელვადიანია და ფეხბურთელის მცირე დროში გათავისუფლება ნაკლებად მოსალოდნელია.

გერმანულმა კლუბმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო, თუმცა 25 წლის ნახევარმცველს აღნიშნული მიზეზის გამო ''შტუტგარტთან'' ერთად ვარჯიში არ დაუწყია.

შესაძლოა, ''შვაბებმა'' ფეხბურთელს ხელფასის გადახდა შეუწყვიტონ, კანონმდებლობით ამის უფლება აქვთ, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია მიიღებენ თუ არა ამგვარ გადაწყვეტილებას.

მალიორკელი ადვოკატის, მარია ბარბაჩოს განცხადებით, წინასწარი პატიმრობა ხშირად ექვსი თვე გრძელდება. 

შეგახსენებთ, ათაქან კარაზორი ''დორტმუნდის'' სარეზერვო გუნდისა (2015-17) და ჰოლშტაინ ''კილის'' (2017-19) ყოფილი ფეხბურთელია. 2019 წლიდან ''შტუტგარტის'' ღირსებას იცავს, ბუნდესლიგაში 43 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''ასეთი ფეხბურთელი იტალიაში ცოტაა'' - მსოფლიოს ჩემპიონი ხვიჩაზე
''ასეთი ფეხბურთელი იტალიაში ცოტაა'' - მსოფლიოს ჩემპიონი ხვიჩაზე