ჰარი მაგუაიერი
Aa
Aa

ბარსას მაგუაიერის გადაყვანა არ გამოუვიდა - მანჩესტერის უარი კატალონიელებს

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ თავისი კაპიტნის, ჰარი მაგუაიერის გაშვებაზე უარი განაცხადა. Sun-ის ინფორმაციით, „ბარსელონას“ სურდა, „წითელ ეშმაკებს“ ინგლისელი მცველი ფრენკი დე იონგის ტრანსფერი ჩაერთოთ, მაგრამ ბრიტანელებისგან უარი მიიღო.

29 წლის უკანახაზელს „ოლდ ტრაფორდის“ დატოვება არ უნდა და აპირებს, ერიკ ტენ ჰაგს დაუმტკიცოს, რომ მასზე დაყრდნობა შეუძლია. ნიდერლანდელ სპეციალისტს მისი ეიმედება და მისი შენარჩუნება გადაწყვიტა. Daily Mail-ის ცნობით, მაგუაიერის კლუბის ხელმძღვანელებსაც სჯერათ.

დე იონგის ტრანსფერს რაც შეეხება, კლუბებს შორის პოზიტიური ძვრები შეინიშნება და დიდი შანსია, მათ საერთო ენა გამონახონ. როგორც მოგეხსენებათ, მთავარი პრობლემა სატრანსფერო ღირებულებაა, თუმცა Daily Mail-ი ირწმუნება, რომ ნიდერლანდელის შეძენა ტენ ჰაგის პრიორიტეტია და მცირე შანსია, ეს გარიგება არ გაიჩარხოს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, მაგუაიერმა უდიდესი კრიტიკა დაიმსახურა. ინგლისელმა ფეხბურთელმა ბევრი შეცდომა დაუშვა და „მანჩესტერის“ ქომაგები მის სათადარიგოთა სკამზე დატოვებას ითხოვდნენ, თუმცა „ოლდ ტრაფორდელთა“ მაშინდელმა თავკაცმა, რალფ რანგნიკმა სხვა არჩევანი გააკეთა. სხვათა შორის, Daily Mail-ი წერს, რომ მაგუაიერი „ბარსელონას“ სტილს კარგად მოერგებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს - მაკარიძეს ლა ლიგა 2-ის კლუბები იწვევენ
გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს - მაკარიძეს ლა ლიგა 2-ის კლუბები იწვევენ