ჩემპიონთა ლიგა, ფერან სორიანო
Aa
Aa

სორიანო: ლიგის მოგებით შეპყრობილები არ ვართ, რეალს ცოტა გაუმართლა

„მანჩესტერ სიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ფერან სორიანომ ჩემპიონთა ლიგის მოგების სურვილზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, „ქალაქელთა“ მთავარ მიზანს არ წარმოადგენს.

„ამ ტურნირის მოგება მთავარ მიზნად არ მიგვაჩნია, რადგან იღბალი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩემპიონთა ლიგაში. ბევრი თამაშია, რომლებშიც შეიძლება ცუდად ითამაშო, მაგრამ უფრო შორს წახვიდე.

ჩემპიონატის გამარჯვებული კი ლიგის საუკეთესო გუნდი ხდება. ჩვენ ერთმანეთს ვეუბნებით: „ჩემპიონატი ჩვენი პურია, კარაქთან ერთად, სწორედ იქ ვშოულობთ ფულს“. ჩემპიონთა ლიგა არის დამატებითი თასი, რომლის აღებაც გვსურს, მაგრამ ვიცით, რომ ეს შეიძლება ცოტა იღბალზე იყოს დამოკიდებული, ამიტომ აკვიატება არ გვაქვს.

ახლა ისინი საუბრობენ მადრიდის რეალის ბოლო წლებში წარმატებებზე, მაგრამ ვფიქრობ, სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ მათ ცოტა გაუმართლათ. შეიძლება ითქვას, რომ მათ პსჟ-სთან წაგება დაიმსახურეს, ჩელსითანაც, ჩვენთანაც, ლივერპულთანაც. რაც ხალხს არ ახსოვს არის ის, რომ 80-90-იან წლებში მადრიდის რეალს წარმოუდგენელი გუნდი ჰყავდა - ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბუტრაგენიოსთან ერთად. და მათ თასი ვერ მოიგეს, გამუდმებით აგებდნენ.

მოთმინებით ვართ. ეს არ არის აკვიატება. ჩვენ მოვიგებთ ჩემპიონთა ლიგას, როცა შესაფერისი მომენტი იქნება“,

- განაცხადა ფერან სორიანომ Dr. Football Podcast-თან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გარდაცვლილი ბიძა, მძიმე ბავშვობა, გვამები  და ნაიარევი - ტევესის რთული ცხოვრება
გარდაცვლილი ბიძა, მძიმე ბავშვობა, გვამები და ნაიარევი - ტევესის რთული ცხოვრება