ფრენკი დე იონგი
Aa
Aa

80 მილიონი ევრო - ცოტაც და დე იონგი მანჩესტერის ფეხბურთელი იქნება

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ფრენკი დე იონგის შეძენასთან ახლოსაა. „მანკუნიანელები“ ნელ-ნელა ნიდერლანდელი ნახევარმცველის სანაცვლოდ „ბარსას“ უფრო მიმზიდველ შეთავაზებას უმზადებენ.

The Times-ის ცნობით, ინგლისელები 25 წლის ფრენკის სანაცვლოდ 80 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ.

პირველი წინადადება, რომელიც „ბარსელონამ“ დაბლოკა 60 მილიონს პლუს ბონუსებს მოიცავდა, რის შემდეგაც ინგლისელებმა ტენ ჰაგის სურვილისამებრ იმოქმედეს და თანხა გაზარდეს.

წყაროს ცნობით, „ბარსელონა“ 85 მილიონს ითხოვს, ინგლისელები კი 80-ს შესთავაზებენ, რაზეც დიდი ალბათობით კატალონიელები უნდა დათანხმდნენ.

„ბარსას“ სურს გარიგების დასრულება ხუთშაბათამდე მოხდეს, რადგან ამ დღეს ესპანური კლუბები ფინანსურ შედეგებს აჯამებენ.

„ფული არ არის ის ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ვისი გაფორმება გვინდა. მთავარ მწვრთნელს სურს დე იონგი და მენეჯერებმა დიდი სამუშაო გასწიეს. ის შესანიშნავი ფეხბურთელია.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გარიგება დავხუროთ. უკვე მრავალი დღეა ამ საკითხით ვარ დაკავებული. ფულის პრობლემა არ არის, მაგრამ არის გარკვეული დაბრკოლებები, რაზეც ვერ ვისაუბრებ. ყველაფერს ვაკეთებთ დე იონგის გასაფორმებლად და გეუბნებით, რომ გვაქვს საჭირო თანხები“.

- ამბობს „იუნაიტედის“ მმართველი დირექტორი რიჩარდ არნოლდი.

გასულ სეზონში დე იონგმა ლურჯ გარნეტის შემადგენლობაში 46 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მისი ნდობა აღარ შეიძლება, უმჯობესია წავიდეს - ლევანდოვსკიმ გუნდის ნდობა დაკარგა
მისი ნდობა აღარ შეიძლება, უმჯობესია წავიდეს - ლევანდოვსკიმ გუნდის ნდობა დაკარგა