იუვენტუსი, პოლ პოგბა
Aa
Aa

შეთანხმება მიღწეულია - იუვენტუსი პოგბას დაბრუნებას ივლისში გამოაცხადებს

ბოლო პერიოდის განმავლობაში, აქტიურად განიხილებოდა პოლ პოგბას „იუვენტუსში“ დაბრუნების საკითხი. გავრცელებული ინფორმაციით, მოსაგვარებელი მხოლოდ ბიუროკრატიული საკითხები იყო.

დღეს კი გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ამ საკითხთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

რას წერს რომანო?

„“იუვენტუსს“ ყველა საჭირო საბუთი აქვს, რათა პოლ პოგბას დაბრუნება ივლისის დასაწყისში გამოაცხადოს. ცნობილია ფრანგი ფეხბურთელის ანაზღაურებაც. პოლი წელიწადში 8 მილიონ ევროს მიიღებს და ამას ბონუსებიც დაემატება. ასევე, „იუვენტუსი“ საბოლოო შეთავაზების შემდეგ, ანხელ დი მარიას პასუხს ელოდება.“

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ნახევარმცველმა ტურინული გრანდი 2016 წელს დატოვა და 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა, თუმცა 5 სეზონის შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ პოგბამ „წითელ ეშმაკებში“ არ გაამართლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საშინელი შეფასება - IMDB-ზე პოგბას დოკუმენტური ფილმის რეიტინგი 1.0-ია
საშინელი შეფასება - IMDB-ზე პოგბას დოკუმენტური ფილმის რეიტინგი 1.0-ია