როდრიგო გოეში
Aa
Aa

„ჯანდაბა, მოხუცო, ჩვენ აქ ჩემს გამო ვართ, უნდა ვითამაშო" - როდრიგო ფინალს იხსენებს

როდრიგო გოეშმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში კარლო ანჩელოტისთან კამათის შესახებ ისაუბრა.

„ჩემთვის რთული მატჩი იყო იმის გამო, რაც ნახევარფინალში გავაკეთე, მოედანზე გასვლის სურვილით ვკვდებოდი. დარწმუნებული ვარ, უფრო დიდხანს რომ მეთამაშა, გოლს გავიტანდი. ეს განცდა მქონდა.

მინდორზე გასვლის სურვილისგან ვკვდებოდი, თამაშის ბოლოს ანჩელოტისთან კამათი დავიწყე: „უნდა ვითამაშო, უნდა ვითამაშო“. მან თქვა: "დამშვიდდი, თამაში მოგიწევს“.

არ ვიცი რომელი წუთი იყო, მაგრამ თითქმის თამაშის დასასრული იყო. ანჩელოტის ვუთხარი: „პროფესორო, არ ვითამაშებ?" მან თქვა: „მშვიდად, უნდა დავხუროთ" - რადგან ანგარიში 1-0 იყო და მას კიდევ უფრო ჩაკეტილი თამაში სურდა. შემდეგ მე ვუთხარი: „ჯანდაბა, მოხუცო, ჩვენ აქ ჩემს გამო ვართ, უნდა ვითამაშო." მან მიპასუხა: „არა, დამშვიდდი, ითამაშებ“.

შემდეგ ბოლოს შემიშვა. მაგრამ მნიშვნელობა მხოლოდ ტიტულს აქვს. და, რა თქმა უნდა, ისტორია ნახევარფინალებში დაიწერა და მე ძალიან ბედნიერი ვარ ამით",

- ციტირებს როდრიგოს სიტყვებს Mundo Deportivo.

როდრიგო მოდრიჩისა და სალაჰის დიალოგს იხსენებს

„როდესაც მატჩი დასრულდა, რეალის ფეხბურთელები გაიქცნენ, რომ ჩემპიონობა აღენიშნათ. ლივერპულის მოთამაშეები კი იქვე ახლოს იდგნენ, სალაჰი ნერვიულობდა, თავი დაბლა ჰქონდა დახრილი. მოდრიჩმა შეხედა მას და უთხრა: „მადლობა სალაჰ, შემდეგ ჯერზე სცადე". მე ვერ შევიკავე თავი და გამეცინა.

დღეს ყველაფერი ძალიან მოსაწყენია. მან ბოროტი განზრახვით არ მოგვიწყო პროვოცირება, ეს მეტოქეობა უკეთესი გახადა. რომ არა ასეთი მომენტები, მაშინ ყველა შეწყვეტდა ფეხბურთის ყურებას. მოედნის მიღმა ბევრი რამ ხდება. პროვოკაციები ყველგანაა და ფეხბურთი არ არის გამონაკლისი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სპალეტის გუნდის მნიშვნელოვანი იარაღი იქნება“ – Corriere dello Sport-ი ხვიჩაზე
„სპალეტის გუნდის მნიშვნელოვანი იარაღი იქნება“ – Corriere dello Sport-ი ხვიჩაზე