უსმან დემბელე
Aa
Aa

18 მილიონი წლიურად - ბარსა და დემბელე მოლაპარაკებებს განაგრძობენ

როგორც ჩანს, ჩავი უსმან დემბელეს დარწმუნებას ცდილობს, რომ „ბარსელონაში“ დარჩეს.

ფრანგ შემტევს და მის აგენტს ამ დრომდე სასურველი ფინანსური შეთავაზება არცერთი გრანდისგან არ მიუღიათ, რის შემდეგაც, ფრანგის „ბარსელონაში“ დარჩენის შანსები გაიზარდა.

L'Équipe-ი წერს, ჩავი დემბელეს ესაუბრა და შეეცადა ის „ბარსელონაში“ თამაშზე დაეყოლიებინა.

ფინანსების საკითხზე მხარეები ჯერ ვერ შეთანხმდებიან. „ბარსელონა“ 25 წლის ფეხბურთელს წელიწადში 18 მილიონ ევროს სთავაზობს, ოღონდ ამაში იგულისხმება გადასახადებიც. დემბელეს კი ამ თანხის მიღება გადასახადების გარეშე სურს.

ამასთან, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე ისეთი დაძაბული აღარ არის, როგორც რამდენიმე თვის წინ იყო. კლუბისა და ფეხბურთელის პოზიციები ასე შორს ერთმანეთისგან აღარ არის.

დემბელეს ამჟამინდელი კონტრაქტი „ბარსელონასთან" ივნისის ბოლომდე აკავშირებს, რის შემდეგაც ის თავისუფალი აგენტი გახდება, თუმცა მოსალოდნელია, რომ მხარეები მალე შეთანხმებას მიაღწევენ.

უსმანის დარჩენის შემთხვევაში, „ბარსელონა“ „ლიდსიდან“ რაფინიას აღარ შეიძენს. რაც შეეხება დი მარიას, არგენტინელი თავისუფალი აგენტია და მისი ტრანსფერი ბოლომდე გამორიცხული არ არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სპალეტის გუნდის მნიშვნელოვანი იარაღი იქნება“ – Corriere dello Sport-ი ხვიჩაზე
„სპალეტის გუნდის მნიშვნელოვანი იარაღი იქნება“ – Corriere dello Sport-ი ხვიჩაზე