რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

ბაიერნის ფეხბურთელებს ლევანდოვსკის საქციელი არ მოსწონთ

მიუნხენის „ბაიერნის" ფეხბურთელები თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის საქციელით უკმაყოფილონი არიან.

The Athletic-ის ცნობით, პოლონელის სურვილი, რომ კლუბი დატოვოს, გუნდელებზე ცუდ გავლენას ახდენს, რადგან ისინი ამ დრომდე გაურკვევლობაში არიან.

უკვე თვეზე მეტია აქტიურად განიხილება, რომ ლევანდოვსკი წავა, თუმცა კლუბი სხვა პოზიციას აჟღერებს, რის საპასუხოდაც ფეხბურთელი გამუდმებით იმეორებს, რომ თავის თავს „ბაიერნის“ რიგებში ვეღარ ხედავს. ეს ყველაფერი კი შიდა სამზარეულოში გაურკვევლობას იწვევს.

წყაროს ცნობით, გუნდის ერთ-ერთი ვეტერანი წევრი ელის, რომ რობერტი ზაფხულში „რეკორდმაისტერს“ დატოვებს. ამავდროულად, ზოგიერთი მოთამაშე დაიღალა, თუ როგორ იქცევა ლევანდოვსკი საჯარო სივრცეში და ასევე, უკმაყოფილებას გამოთქვამენ მოედანზე მისი ეგოიზმით.

ბოლო ინფორმაციით, „ბაიერნი“ მზადაა ლევანდოვსკის 50 მილიონ ევროდ შეელიოს. „ბარსელონამ“ მიუნხენელებს ჯერჯერობით მხოლოდ 40 მილიონი შესთავაზა. მოსალოდნელია, რომ მალე მხარეები შეთანხმებამდე მივლენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიბალა და ხვიჩა ერთ გუნდში? კანავაროს რჩევა ნაპოლის
დიბალა და ხვიჩა ერთ გუნდში? კანავაროს რჩევა ნაპოლის