Aa
Aa

კრის პოლმა ლოს ანჯელეს "კლიპერსი" დატოვა

ლოს ანჯელეს "კლიპერსის" უკანახაზელმა კრის პოლმა გუნდი დატოვა და "ჰიუსტონ როკეტს" შეუერთდა. როგორც ცნობილი გახდა ტექსასურმა გუნდმა სუპერტრანსფერის სანაცვლოდ ლუ უილიამსი, სემ დეკერი და პატრიკ უილიამსი დათმო. აღსანიშნავია ისიც, რომ "კლიპერსს" აღნიშნულ სამ მოთამაშესთან ერთად მომავალი წლის დრაფტის პირველი რაუნდის პიკის არჩევა შეეძლება. 

მეორეს მხრივ მომავალი სეზონიდან "ჰიუსტონი" სუპერგუნდად მოგვევლინება. ტექსასურ გუნდს პერიმეტრიდან სროლა არც აქამდე უჭირდა, თუმცა კრის პოლის დამატებით მათი შეტევა და ასევე უკანა ხაზი გაცილებით დამაჯერებელი იქნება. საინტერესოა, როგორ შეეწყობიან ერთმანეთს ორი სუპერვარსკვლავი კრის პოლი და ჯეიმს ჰარდენი

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები