Aa
Aa

ტოტი თამაშს იაპონიაში გააგრძელებს?

იაპონური „ტოკიო ვერდი“ ფრანჩესკო ტოტის კონტრაქტს სთავაზობს. ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტმა ჰანუი ჰიდეაკიმ ისაუბრა.

„დაინტერესებული ვართ, რომ ტოტი ჩვენ გუნდში გადმოვიყვანოთ. მას უკვე დავუკავშირდით და ამ ყველაფერზე ვესაუბრეთ, თუმცა სიახლე ჯერჯერობით არაა“.

სააგენტო Nikkansports-ის თქმით, იაპონელები ტოტის ერთწლიან კონტრაქტში 2.3 მილიონ ევროს სთავაზობენ.

„ერ პუპონემ“ გასულ თვეში „რომაში“ 25 წლიანი პროფესიონალური კარიერა დაასრულა, მაგრამ არ გამორიცხა, რომ ფეხბურთის თამაში მომავალ სეზონშიც გააგრძელოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები