იუვენტუსი, ნეიმარი, მასიმილიანო ალეგრი
Aa
Aa

ალ-ხელაიფის ორაზროვანი განცხადება - ალეგრი ნეიმარს ითხოვს

იტალიურ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. Calciomercato წერს, რომ ტურინის „იუვენტუსს“ „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელის, ნეიმარის გადაბირების შანსი აქვს. იტალიური გამოცემის მიხედვით, პარიზელთა ახალი სპორტული დირექტორი, ლუიშ კამპუში „ბიანკონერის“ ხელმძღვანელებს დაუკავშირდა და „ნეის“ იჯარის წესით გადაყვანა შესთავაზა.

პსჟ-ს სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვა სურს და რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებაზე ფიქრობს. ნეიმარი ერთ-ერთი მათგანია და „პარი სენ-ჟერმენი“ მზადაა, იჯარით გაშვების შემთხვევაში, მისი ყოველწლიური ანაზღაურების ნაწილი დაფაროს.

აღნიშნული ინფორმაცია, პარიზული გრანდის პრეზიდენტის ნასერ ალ-ხელაიფის სიტყვებმაც დაადასტურა, რომელმაც გუშინ განაცხადა:

„იქნება თუ არა ნეიმარი პსჟ-ს პროექტში? ამ თემაზე ღიად საუბარი არ შეიძლება. იქნებიან ფეხბურთელები, რომლებიც მოვლენ და ასევე წავლენ. ეს ყველაფერი კერძო მოლაპარაკებაა.“

გამოცემა Footmercato წერს, რომ მასიმილიანო ალეგრიმ პირადად მოითხოვა ნეიმარის ტრანსფერი. იტალიელი სპეციალისტი თვლის, რომ ბრაზილიელი შემტევი „იუვენტუსს“ მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალის გასახდელში ჩხუბისთვის ლეონარდო დასაჯეს, ხელაიფი არა
რეალის გასახდელში ჩხუბისთვის ლეონარდო დასაჯეს, ხელაიფი არა