უსმან დემბელე
Aa
Aa

დიდი შანსია ბარსელონაში დარჩეს - დემბელეს დამატება არავის უნდა

უსმან დემბელეს საქმე ისე განვითარდა, რომ ფრანგი შესაძლოა „ბარსელონაში“ დარჩეს. დემბელემ თავისთვის სასურველი წინადადება ვერცერთი კლუბისგან ვერ მიიღო და ამჟამად მისი ერთადერთი ვარიანტი ისევ „ბარსაა“.

ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი ხავი მიგელი წერს, რომ დემბელე „ბარსელონას“ წინადადების მიღებასთან ერთ ნაბიჯშია და შესაძლოა კონტრაქტი გახანგრძლივდეს. აღსანიშნავია, რომ ეს წინადადება უსმანს დეკემბერის შემდეგ აქვს მიღებული, მაგრამ ის და მისი აგენტი პასუხის გაცემას არ ჩქარობდნენ. საბოლოოდ, მოვლენები ისე განვითარდა, ფრანგი იძულებულია „ბლაუგრანას“ შეთავაზება განიხილოს.

წყაროს ცნობით, დემბელემ ჩავის დაურეკა და სთხოვა, რომ ლაპორტასთან მოლაპარაკებების წამოსაწყებად დახმარებოდა, თუმცა მწვრთნელმა უპასუხა, რომ ის ახალ შეთავაზებას ვერ მიიღებდა. თუ დარჩენა სურდა, თავდაპირველი წინადადება უნდა მიეღო.

ამრიგად, დემბელემ და მისმა აგენტმა მოთხოვნილი მილიონები ვერც პსჟ-სგან და ვერც „ჩელსისგან“ მიიღეს. თუ, „ბარსელონას“ შეთავაზებას არ დათანხმდებიან, ფრანგ გარემარბს ახალი სეზონის წინ უგუნდოდ დარჩენა ემუქრება.

აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში ლა ლიგის 21 მატჩში დემბელემ 1 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუს ეჭვი ეპარება, რომ იუნაიტედი სიტის და ლივერპულს კონკურენციას გაუწევს
რონალდუს ეჭვი ეპარება, რომ იუნაიტედი სიტის და ლივერპულს კონკურენციას გაუწევს