ინტერი, რომა
Aa
Aa

რომანომ დაადასტურა - მხითარიანი ინტერში ითამაშებს

გასული სეზონის სერია ა-ს ჩემპიონი „მილანი“ გახდა. როგორც ჩანს, ამას „ინტერი“ არ ეგუება და გუნდის გაძლიერებას ცდილობს. უკვე ცნობილია, რომ „ნერაძურის“ ლუკაკუ დაუბრუნდა. ტრანსფერი ოფიციალურად სულ მალე გამოცხადდება.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე „ინტერის“ ახალი ტრანსფერის შესახებ გვამცნობს.

ცნობილი ხდება, რომ „შავ-ლურჯებს“ „რომადან“ ჰენრიკ მხითარიანი შეუერთდება. აღსანიშნავია, რომ სომეხი ფეხბურთელი „ინტერში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადადის და სამედიცინო შემოწმებას სულ მალე გაივლის.

ფაბრიციო იმასაც წერს, რომ „ნერაძური“ სულ მალე ანდრე ონანას წარადგენს, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში დისკვალიფიცირებული იყო. ამის მიზეზი კი აკრძალული პრეპარატების მიღება და დოპინგ კონტროლის ჩავარდნა გახდა.

შეგახსენებთ, რომ ჰენრიკ მხითარიანი „ჯალოროსიში“ 2019 წლიდან თამაშობდა. 2019 წლიდან 2022 წლის ჩათვლით სომეხმა ნახევარმცველმა „რომას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 117-ჯერ მოირგო, 29 გოლი გაიტანა და 28 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზიდანი? მასთან კონტაქტიც კი არ გვქონია“ - ალ-ხელაიფიმ ყველაფერი უარყო
„ზიდანი? მასთან კონტაქტიც კი არ გვქონია“ - ალ-ხელაიფიმ ყველაფერი უარყო