მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

მერაბ დვალიშვილი: „პიოტრ იანი ნაგავია და იმედია რუსეთში ჩაკეტავენ“

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი MmaFighting-ის პოდკასტში სტუმრად იყო მიწვეული და ჟოზე ალდოსა და პიოტრ იანის შესახებ ისაუბრა. „მანქანის“ თქმით, მას ურჩევნია, UFC-ის ლეგენდას შეხვდეს, ვიდრე „ნაგავ“ პიოტრ იანს დაუპირისპირდეს.

„ვფიქრობ, ალდო სატიტულო ბრძოლას იმსახურებდა და ძალიან მიხარია, ჩემი მომდევნო მეტოქე რომაა. ვიცი, ბრაზილიელთან ჩხუბი ალჯამეინ სტერლინგსაც სურს და UFC-ის მადლობელი ვარ, რადგან ალდოსთან დაპირისპირების საშუალება მომცა. ოქტაგონზე გავალ და ვეცდები, ჩემმა გუნდმა და ჩემმა ქვეყანამ ჩემით იამაყოს. ჩემი მიზანი გამარჯვებაა. ჟოზესაც მოგება სურს და ვნახოთ, რა მოხდება.

ლეგენდარული მეტოქე მყავს და ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. საერთოდ არაა საჭირო, ერთმანეთის მისამართით ბინძური საუბარი გამოვიყენოთ. მას უდიდეს პატივს ვცემ, იგი ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია და ეცდება, ოქტაგონზე გამანადგუროს. დარწმუნებული ვარ, ალდო შეურაცხყოფას ან რაიმე მსგავსს არ მიმართავს და ყველაფერს რვაკუთხედში გადავწყვეტთ. აი, პიოტრ იანი მისნაირი ნამდვილად არაა. იანი ნაგავია და მასზე საუბარი არ მინდა. იგი რუსეთში იმყოფება და იმედი მაქვს, იქ ჩაკეტავენ და აშშ-ში ვერასდროს ჩამოვა“.

ცნობისთვის, იანს კარიერაში 19 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 16 მოგება და 3 წაგებაა. რუსი მებრძოლი ბოლოს ალჯამეინ სტერლინგს დაუპირისპირდა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი კონტრაქტი UFC-სთან, ალდოსთან ჩხუბი და ქართველი მებრძოლები - მერაბის ინტერვიუ
ახალი კონტრაქტი UFC-სთან, ალდოსთან ჩხუბი და ქართველი მებრძოლები - მერაბის ინტერვიუ