ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

La Repubblica ხვიჩაზე: „1-ელ ივლისს გაოფიციალურდება, 14 და 17 ივლისს ამხანაგურებში ითამაშებს“

გავლენიანი იტალიური გამოცემა, La Repubblica ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს და საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. La Repubblica-ს ცნობით, „ნაპოლი“ „კვარას“ ტრანსფერს ოფიციალურად 1-ელ ივლისს დაადასტურებს და ქართველი ფეხბურთელი იტალიაში უახლოეს დღეებში გაემგზავრება.

7 ივლისს, ხვიჩა „პარტენოპეის“ ბაზაზე გამოცხადდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ფიზიკური ტესტების ჩაბარების შემდეგ, იგი ძირითად გუნდს შეუერთდება და ლუჩიანო სპალეტის ბიჭებთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს.

„კვარაცხელიას შანსი მიეცემა, რომ საკუთარი შესაძლებლობები მალევე გამოავლინოს და 14 და 17 ივლისს ჩანიშნულ ამხანაგურ შეხვედრებში იასპარეზებს, ნაპოლის ქომაგებს კი საშუალება ექნებათ, ინსინიეს მემკვიდრე პირველად იხილონ“.

როგორც მოგეხსენებათ, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მამარდაშვილის ტრანსფერი დიდი წარმატება იყო“ - ვალენსიას ლეგიონერების შეფასება
„მამარდაშვილის ტრანსფერი დიდი წარმატება იყო“ - ვალენსიას ლეგიონერების შეფასება