ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ისეთი ფეხბურთელია, შეუძლია, სერია A-შიც აფეთქდეს" - ჯენოას ექს-თავკაცი ხვიჩაზე

„ჯენოას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო ონოფრიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ონოფრი ქართველ ფეხბურთელზე დიდ იმედებს ამყარებს, მისი საფეხბურთო შესაძლებლობებით მოხიბლულია და ეს არც ამჯერად დაუმალავს.

„თუ ჯუნტოლის მსგავსი მაღალი დონის სკაუტები გყავს, სატრანსფერო ბაზარზე წარმატებით იმოქმედებ. ფეხბურთელები, რომლებიც ნაპოლიში გადმოდიან, მნიშვნელოვანი მოთამაშეები გახდებიან და კვარაცხელიაზე შეყვარებული ვარ.

მახსოვს, ჯუნტოლის გენუაში შევხვდი და მას ბევრ თემაზე ვესაუბრე. მაშინ გამიკვირდა, ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღო, თუმცა კვარაცხელიას მნიშვნელოვანი საფეხბურთო შესაძლებლობები აქვს. რა თქმა უნდა, ჯერ ინსინიეს დონეზე არაა, მაგრამ უნდა დაველოდოთ და მას შეუძლია, გახდეს ფეხბურთელი, რომელიც იტალიის სერია A-შიც შეძლებს აფეთქებას“.

სხვათა შორის, ონოფრის პოზიციას „პარმას“ ყოფილი სპორტული დირექტორი, ენრიკო ფედელე ბოლომდე არ იზიარებს. მისი თქმით, წინასწარი დასკვნების გამოტანა არ შეიძლება, რადგან სერია A რუსეთის ჩემპიონატი არაა და საჭიროა, ჯერ ხვიჩა იტალიურ ფეხბურთში გამოიცადოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Bellator-ის მებრძოლი: „მერაბს მაგრად ვცემ და გავანადგურებ“
Bellator-ის მებრძოლი: „მერაბს მაგრად ვცემ და გავანადგურებ“