Aa
Aa

მანოლასი 35 მილიონად "ზენიტში" გადავიდა

კოსტას მანოლასი რუსული „ზენიტში“ გადაბარგდა. იგი სანკქ-პეტერბურგში დღეს დილით ჩავიდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა.

„რომამ“ ბერძენი მცველის ტრანსფერში 35 მილიონი ევრო მიიღო.

„ზენიტის“ მწვრთნელი ცოტა ხნის წინ რობერტო მანჩინი გახდა. გუნდი მოლაპარაკებებს „რომას“ კიდევ ერთ ფეხბურთელ ლეანდრო პარედესთანაც აწარმოებდა, თუმცა არგენტინელმა რუსეთში გადასვლაზე უარი განაცხადა.

26 წლის მანოლასის საკუთარ რიგებში ხილვა „ჩელსის“, „ინტერსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები