ბარსელონა, პარი სენ ჟერმენი, უსმან დემბელე
Aa
Aa

პსჟ-ს არანაირი ინტერესი არ აქვს - დემბელეს მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია

უსმან დემბელეს მომავალი კვლავ ბურუსით არის მოცული. 30 ივნისს ფრანგი შემტევი „ბარსელონას“ ფეხბურთელი აღარ იქნება. სპორტულ მედიაში უსმანს არაერთ გუნდს უკავშირებენ.

საუბარი „ჩელსიზე“, პსჟ-ზე და „მანჩესტერ იუნაიტედზე“ გახლავთ, თუმცა ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი ამ საკითხთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ცნობილი ხდება, რომ „პარი სენ ჟერმენს“ ფრანგი ფეხბურთელის მიმართ არანაირი ინტერესი არ გამოუთქვამს, თუმცა თავად უსმანი ღიად აფიქსირებს, რომ თამაში „პარკ დე პრენსზე“ სურს. ჯეიკობსი იმასაც წერს, რომ ჩავი მის დარჩენას ითხოვს, მაგრამ „ბარსელონა“ დემბელეს მოთხოვნილ პირობებს არ დააკმაყოფილებს.

ასევე გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ, კატალონიური გრანდის ქომაგსა და დემბელეს შორის კომუნიკაცია შედგა, რა დროსაც გულშემატკივრის კითხვაზე რჩება თუ არა უსმანი „ბარსელონაში“, ფრანგმა შემტევმა უპასუხა, რომ კი რჩება.

როგორც უკვე მოგახსენეთ, დემბელეს კონტრაქტს ვადა 30 ივნისს გასდის და დიდი ალბათობით უახლოეს პერიოდში გაირკვევა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონის მომავალი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გაიღიმე.. ითამაშე ბედნიერმა და ითამაშე თავისუფლად.." - მე რონალდინიო ვარ
„გაიღიმე.. ითამაშე ბედნიერმა და ითამაშე თავისუფლად.." - მე რონალდინიო ვარ